არჩევნები 2024

ვაშაძე: არჩევნებში ქართული ოცნება 20%-ზე მეტს ვერ აიღებს

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს. დაგვანახა, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ევროკავშირისკენ ძალიან სწრაფად წავალთ. გუშინდელმა დღემ მთელ ქვეყანასა და მთელ ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა, ქართველი ხალხი სად დგას - რომ საქართველო ყოველთვის ცივილიზებულ ქვეყნებს შორის იქნება. რომ ჩვენს ქვეყანაში ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასოდეს დადგება [...]

გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას იოტისოდენა შანსიც აღარ აქვს დარჩენილი [...] ქართული იდენტობისა და ეროვნული სულისკვეთების ტალღა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას წალეკავს და ისინი არჩევნებში 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ. გუშინდელმა დღემ ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ასე რომ, ივანიშვილსა და მის რეჟიმს უარს ვეუბნებით, ვიმარჯვებთ და ევროპისკენ სწრაფად მივდივართ. 

ასე გამოეხმაურა გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისში გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ მარშს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

კომენტარები