ორგანიზაცია ჩემი ხმის დამფუძნებლის, ლონდა თოლორაიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად 4 200 ადამიანი დარეგისტრირდა.
"ჩვენ დავასრულეთ დამკვირვებელთა რეგისტრაცია, სულ დარეგისტრირდა 4 200 დამკვირვებელი. ჩავატარეთ 50-მდე ტრენინგი და ტრენინგების ჩატარება გრძელდება. ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა ოლქში. ჩვენ ასევე კოორდინირებულები ვართ ადგილობრივ სადამკვრივებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვა" - თქვა თოლორაიამ.





