"საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია კურსს, რომელიც ქმნის გარანტიებს ადამიანის უფლებათა დაცვის, ღირსეული ცხოვრების და, რაც მთავარია, უმცირესობათა უფლებების დაცვის" - შშმ პირები ევროპულ მარშს თავისუფლების მოედნისკენ უერთდებიან.
"ევროკავშირი არის სივრცე, სადაც სოციალური ნიშნიდან გამომდინარე მოქალაქეთა მეორეხარისხოვნება არ იგრძნობა. რამდენადაც ჩვენ, შშმ პირები სწორედ მეორეხარისხოვნებას ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პლუს, არ გვსურს განუვითარებელ საბჭოთა სისტემაში დაბრუნება, 20 ოქტომბერს ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც 4:30 საათიდან ნელ-ნელა დავიძვრებით მარშის მონაწილეებისკენ, რესპუბლიკის მოედანზე" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს - არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩემი ხმა ევროკავშირს, სასამართლოს გუშაგის, საქართველოს ევროპული ორბიტის, ყვარლის ევროკლუბის, დემოკრატიის მცველების, საფარის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით, 20 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.





