პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედნისკენ მარშს უერთდება.
"დარწმუნებული ვარ, თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები, ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს" - თქვა პრეზიდენტმა.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს - არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩემი ხმა ევროკავშირს, სასამართლოს გუშაგის, საქართველოს ევროპული ორბიტის, ყვარლის ევროკლუბის, დემოკრატიის მცველების, საფარის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით, 20 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.





