ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი: არასდროს ვიტყვით უარს ტაივანთან მიმართებით ძალის გამოყენებაზე

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/file photo

ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ჩინეთი არასდროს იტყვის უარს ტაივანის დასაბრუნებლად ძალის გამოყენებაზე. ტაივანის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა ამის შესახებ ტაივანის ირგვლის ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამართულ სამხედრო წვრთნების შემდეგ ისაუბრა. 

ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები ამართეს. ჩინეთის ოფიციალური განცხადებით, წვრთნები გაფრთხილებაა "ტაივანის დამოუკიდებლობის ძალების სეპარატისტული ქმედებების" წინააღმდეგ. 

კერძოდ, წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ ტემ თქვა, რომ ჩინეთს არ აქვს უფლება, მსოფლიო არენაზე ტაივანს წარმოადგენდეს.

ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი გაერთიანებისკენ ვისწრაფოდეთ სრული გულწრფელობითა და ძალისხმევით. თუმცა, არასდროს ვიტყვით უარს ძალის გამოყენებაზე" – თქვა ტაივანის საკითხებში ჩინეთის ოფისის სპიკერმა, ჩენ ბინჰუამ.

კომენტარები