ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი: მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერები არიან, 12 წლის წინ ეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა

"მე მუდამ ვამბობდი, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ და მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან" - 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები აქ, ზუგდიდში, ამ მოედანზე წარმოთქვა ბიძინა ივანიშვილმა, ლიდერი, რომელიც უსამართლობის ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას და ქვეყანას იმედად და საყრდენად გამოუჩნდა.

2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დღეა - ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს, ავტოკრატიასა და დემოკრატიას, უძრაობასა და განვითარებას შორის წყალგამყოფი თარიღია.

თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეგიონულ შეხვედრაზე.

კომენტარები