ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩიქოვანმა ტაბულას თავად დაუდასტურა. ჩიქოვანი პრემიერს რჩევებს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში მისცემს. 

ჩიქოვანი 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო. თავისუფალი დემოკრატები 2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების წევრები იყვნენ, თუმცა 2014 წელს კოალიცია დატოვეს და მიზეზად "თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია" დაასახელს. თავდაცვის მინისტრი მაშინ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

კოალიციიდან გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ე.წ კაბელების საქმემ, როდესაც 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

კომენტარები