ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი: დიახ, ვბრუნდები ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ

ვთვლი, რომ ის გარემოება, რომელიც დღეს დგას საქართველოში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ის ანტაგონიზმი და დაპირისპირება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს საზოგადოებას, როგორც მას სჩვეოდა ადრინდელ მის პოლიტიკურ მოღვაწეობის პირობებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა აუცილებლად კარგად უნდა დავინახოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრობლემები და ამ პრობლემებზე იყო ბევრი საუბარი, იყო ოპონირება და განსხვავებული პოზიციები, დღეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეძლოს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს და არ დაუშვებს საქართელოში იმ ძალადობის მობრუნებას, რაც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო დანერგილი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დიახ ვბრუნდები ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ. გეტყვით იმას, რომ ქართული ოცნების ვერტიკალში და ოფისში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთა მიმართაც მამოძრავებს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ყოველთვის ვიქნები მათთან ერთადა, იმ თვალსაზრისით, რომ ვიქნები ოპონირებაშიც და ვიქნები გვერდშიც, რომ ქვეყანას უკეთესი მომავალი დავანახოთ. 

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები