არჩევნები 2024

გახარია: ოცნებას არ აქვს რესურსი გააყალბოს არჩევნები – მათი მაქსიმუმი დღეს არის 600 000 ხმა

ოცნებას არ აქვს რესურსი გააყალბოს ეს არჩევნები, არ აქვს ეს რესურსი. ერთადერთი რისი რესურსიც აქვს ოცნებას და რასაც ახლა მიზანმიმართულად აკეთებენ არის რომ ადამიანებს დაუკარგოს იმედი და აზრი ამ არჩევნების, რომ იქნებ როგორმე არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობა, მაქსიმალურად დაწიონ. ეს არის რასაც ახლა აკეთებენ. არჩევნების შედეგებზე კი ვერ იმოქმედებენ, უბრალოდ, ცდილობენ, ადამიანებს იმედგაცრუებული გარემო შეუქმნან.

თემა იმაშია, რომ ოცნების მაქსიმუმი დღეს არის 600 000 ხმა. მილიონი ამომრჩეველი თუ მივიდა, 600 000 არის 60%, და ორი მილიონი ადამიანი თუ მივიდა, 600 000 არის 30%, ამიტომ მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი უნდა მივიდეს უბნებთან.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.

კომენტარები