არჩევნები 2024

ხაბეიშვილი: სუს-მა და "მილიციამ" ენმ-ს ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, სუს-მა და "მილიციამ" ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. 

"სუსის და მილიციის ნასედკებმა ვარკეთილის ენმ - ს ოფისი დაარბიეს... მოგნიშნოთ სამგორელო "ბიძინისტებო"? არ გრცხვენიათ ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა...

არც უბანთან, არც კაცობასთან, არც პოლიტიკასთან "ჩანავლელიც" არ ხართ... საკადრის პასუხის ხალხი გაგცემთ 26 ოქტომბერს.

არ ვიცი, მე არა, არ გამიგია... თქვენს პატრონს. თან რომ გრცხვენიათ თქვენივე ნამოქმედარის. პატარა კაცუნებო... გამომეხმაურეთ ადგილობრივი "ოცნებისტები" თუ გაქვთ საპასუხო" - წერს ხაბეიშვილი. 

კომენტარები