არჩევნები 2024

ComCom-მა იმედი და რუსთავი 2 პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად სცნო

კომუნიკაციების კომისიამ რუსთვიფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო  ტელეიმედი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს "საარჩევნო კოდექსისდამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა - განცხადებას ComCom-ი ავრცელებს.

"კერძოდ, რუსთავი 2-ის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება  "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვისსაჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა არ განათავსა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვისმიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.

რაც შეეხება ტელეიმედს, ამ შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვისსაჩივარი, რომლის თანახმადაც, ტელეიმედი არ ათავსებდა პარტიის ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს. იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ ტელეიმედი უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე" - წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის 10 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, სანამ მთავარი არხის, TV პირველისა და ფორმულას მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ქართული ოცნების საარჩევნო კლიპები მათ ეთერში არ გადის, იმედი აღარ განათავსებს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც "წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს". 

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად  9 ოქტომბერს ცნო.

ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

აქამდე, კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი, რომელმაც უარი თქვა სამაუწყებლო ბადეში ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე 5 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიამ, ასევე 5 000 ლარიანი ჯარიმა დაუწესა ტელეკომპანია ფორმულას და TV პირველს, რომლებმაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეკლამა სამაუწყებლო ბადიდან ამოიღეს.

კომენტარები