მე მგონია, ეს იმის გაგრძელებაა, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციასა და განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობაა, მაგრამ ამ გარე ჩარევას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.
თუმცა, თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს საქართველოში საარჩევნო პროცესში ჩართეს. უბრალოდ, ეს სწორი არაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს საქართველოში არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ქართული საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება თავად და დამოუკიდებლად მიიღოს.





