არჩევნები 2024

გამყრელიძე: ყველა უბნიდან ელექტრონულად მიცემული ხმების პარალელურ დათვლას ვაპირებთ

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და 26 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, რომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ყველა უბნიდან ხმების პარალელური დათვლა განვახორციელოთ და დაახლოებით, არჩევნების დასრულებიდან 1 საათში იმის ობიექტური სურათი დავდოთ, თუ რა არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა [...] აქ საუბარია სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაზე, რომლის მეშვეობით, ყველა ე.წ. ელექტრონული ჩეკი საქართველოს გარეთ, ე.წ. ქლაუდზე მყოფ მეხსიერებაში აიტვირთება, შეჯამდება და შედეგებს უმოკლეს ვადაში ვნახავთ. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები