აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დეპუტატი, საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე ამბობს, რომ "ბოდიში აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ და ოსებსაც".
"ბოდიში აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ და ოსებსაც - იმას, ვისაც ხელში იარაღი არ ეჭირა. შერიგება სხვანაირად არ მოხდება [...] რა თქმა უნდა, ერთმანეთისთვის ბოდიში მოსახდელი გვაქვს და შესარიგებელი ვართ". - ასე უპასუხა ბაციკაძემ ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ოსებისთვის ბოდიშის მოხდას.
14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".





