არჩევნები 2024

გახარია: მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა

მამუკა მდინარაძე, იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ, ახლაც, საერთოდ იმ ოთახში შემოშვებაზე კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც ახლოს ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად.

რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი არის ივანიშვილის დაწერილი, რომელსაც ეს შიშები ამოძრავებს.

საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, გიორგი გახარიას გაპრემიერება "შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად".

კომენტარები