სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა [...] საკონსტიტუციო სასამართლო ამ ტვირთს ვერ მოიხსნის, მათ შორის, თაობების შეცვლის შემდეგაც [...] საოქმო ჩანაწერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია [...] არცერთი არგუმენტი, რომელიც ყველა სარჩელში საკმარისზე მეტი იყო, სასამართლომ არ გაიზიარა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთი ზოგადი პასუხია, რომ თუ გამოუსწორებელი საფრთხე რეალისტური იყო, მაშინ ის აქამდეც დადგებოდაო. საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ქვეყანა იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნების იმედად დატოვა [...] ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ცინიკურია 78-ე მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ამ კანონსა და ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემას შორის კავშირი ვერ დაინახა.
tbl.ge/6xfi
დაკოპირდა
ასე შეაფასა რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაკონსტიტუციო სასამართლოქეთევან ერემაძერუსული კანონიკანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებქართული ოცნებარუსული რეჟიმი
ამავე თემაზე
- გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო 10 იანვრამდე გადაიდო
- კობახიძის თქმით, რუსული კანონის რეალურად ამოქმედების პროცესი მალე დაიწყება
- აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული მოქალაქეების პროცესი 22 ნოემბრამდე გადაიდო
- გამომცემლობები: რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია მიუღებელია, ვტოვებთ ასოციაციას
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა