მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სირცხვილს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელა რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს, დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია, თავისი თავი მიამატეს 84 რუსი დეპუტატის სიას, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს.
ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართლწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ და არ დაიცვა კონსტიტუციის 78 მუხლი და ამით უარი უთხრა საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში.
ამიტომ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლება არ და ვერ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც ეკუთვნით მოქალაქეებს.