იმპიჩმენტი

იონათამიშვილი: ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ გაგვიჭირდება

სალომე ზურაბიშვილმა დაიმსახურა, რომ იყოს ვადის ამოწურვამდე გადაყენებული და არა ყოფილი პრეზიდენტი. რასაკვირველია, იმპიჩმენტის პროცედურას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე ქართული ოცნებისადმი საზოგადოების ნდობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ გაგვიჭირდება [...]

სალომე ზურაბიშვილმა მილიონზე მეტ ამომრჩეველს უღალატა, ვინც ქართული ოცნების თხოვნით, მას თავის დროზე ხმა მისცა, მხარი დაუჭირა და პრეზიდენტად აირჩია. ფაქტობრივად, დღეს ის ცდილობს, რომ ქართულ დემოკრატიასა და ქართულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ხელახლა დაწყებას მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პაპუაშვილის განცხადებით, წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

კომენტარები