იმპიჩმენტი

ელისაშვილი იმპიჩმენტზე: გაიღვიძეს და რაღაც ღობე-ყორეს ედებიან

რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი, თავისი თავი გასჭირვებიათ. რა იმპიჩმენტზე ლაპარაკობენ, პარლამენტში უმრავლესობა როცა ჰქონდათ, ეს მაშინ ვერ მოახერხეს. ახლა გაიღვიძეს და რაღაც ღობე-ყორეს ედებიან და ცაში ბუზებს ითვლიან. მათი საქმე წასულია - ამ ამბავს 26 ოქტომბერს ბეჭედს დავარტყამთ და შემდეგ ერთმანეთს გამოუცხადონ იმპიჩმენტი. იმპიჩმენტობანა ითამაშონ ხოლმე მერე, სადმე შეიკრიბონ, პრეზიდენტად ვინმე აირჩიონ და შემდეგ გადააყენონ. 

თქვა კოალიცია ძლიერი-საქართველოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ფორმულას ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პაპუაშვილის განცხადებით, წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

კომენტარები