პლატფორმა მექანიკური ტალღები წარმოგიდგენთ სეზონურად დაყოფილ აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიას - HARMFUL WEATHER CONDITIONS | არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები.
შემოდგომის სეზონის მასპინძელია კლუბი KHIDI, სადაც 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე წარსდგებიან ბერლინში მოღვაწე არტისტები, GRAND RIVER და Marco Ciceri, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებით ნისლი/ FOG და ადგილობრივი სცენის გამორჩეული მულტიმედია შემსრულებელი, ანდრო გოგიბედაშვილი / SAPHILEAUM საკონცერტო ლაივ აქტით: Muzika Utulivu, ვიზუალურ არტისტთან, მიმი მელაშვილთან თანამშრომლობით.
HARMFUL WEATHER CONDITIONS | არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები - სეზონურად დაყოფილი აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ დაუვიწყარი გამოცდილების განცდასა და გაზიარებას, არამედ მცდელობას, ვიპოვოთ დელიკატური ბალანსი, ტექნოლოგიურ წინსვლასა და გარემოს დაცვას შორის.
პროექტის მხარდამჭერები: თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი, კლუბი KHIDI
ბილეთები: https://shorturl.at/0lfhO
GRAND RIVER AND MARCO CICERI “FOG” |A/V SHOW| https://grandriver.eu/fog
ნისლი | კონცეფცია
45’
მუსიკოსის, GRAND RIVER და ვიზუალური არტისტის, MARCO CICERI 45 წუთიანი პერფორმანსი ნისლი იკვლევს ბალანსს შეცნობილით მიღებულ კომფორტსა და შეუცნობელის ძიების ლიმიტით განცდილ დისკომფორტს შორის.
Muzika Utulivu | კონცეფცია
60’
Muzika Utulivu (peaceful music) წარმოადგენს მულტიმედია არტისტის, Saphileaum-ის ambient, new age და tribal მუსიკით გაჯერებულ ლაივ-წარმოდგენას, რომელიც აკომპანირებულია ელექტრო-აკუსტიკური პერკუსიით. პერფომანსი წარმოადგენს არტისტის ბოლო წლების ნამუშევრებს, როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების ერთობლიობას.





