მექსიკაში, გერეიროს შტატის დედაქალაქის მერი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე დღეში მოკლეს.
ალეხანდრო არკოსი ქალაქ ჩიპანჩინგოს მერად 30 სექტემბერს აირჩიეს.
შტატის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის გამოძიება უკვე დაწყებულია. მედიაში გავრცელდა მოკლული მერის ცხედრის ამსახველი ფოტოები.
არკოს მკვლელობამდე სამი დღით ადრე ქალაქის ადგილობრივი მთავრობის მდივანი, ფრანჩესკო ტაპია მოკლეს.
გერეირო მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური შტატია, სადაც ყველაზე მეტი თანამდებობის პირი და ჟურნალისტი მოკლეს მათი საქმიანობის გამო. ივნისში გასამართი მექსიკის საპარლამენტო არჩევნების წინ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ექვსი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს.