დღეს, 7 ოქტომბერს 20:00 საათზე, ქართული ოცნების გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ოცენების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
"მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოგიყვებათ". - წერს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ქართული ოცების საარჩევნო პროგრამის წარდგენა თავდაპირველად 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა პრეზენტაცია ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
არჩევნები 2024
ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენა 7 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება





