დანია

კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი აფეთქებების გამო ორ მოზარდს ბრალი წარედგინა

დაცვის თანამშრომლები კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან, 2 ოქტომბერი, 2024
Emil Nicolai Helms/Ritzau Scanpix/via REUTERS

3 ოქტომბერს დანიაში ორ შვედ მოზარდს 5 ხელყუმბარის ფლობისთვის და მათგან 2-ის კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოს სახურავზე აფეთქებისთვის ბრალი წარუდგინეს.

პოლიციამ ისინი წინა დღით დააკავა, ხოლო მას შემდეგ ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალდებების შესახებ დეტალები პროკურორმა გაავრცელა, თუმცა სასამართლომ ორი ბრალდებულის სახელისა და გვარის გასაჯაროება აკრძალა.

საელჩოს ტერიტორიაზე 2 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, გამომძიებლების თქმით, საელჩოს შენობამ გარკვეული დაზიანებები მიიღო.

კომენტარები