არჩევნები 2024

მალაშხია: კოალიციური მმართველობა, ქართულ ქარტიაზე დაფუძნებული ცვლილებებით, შეგვიყვანს EU-ში

ჩვენ ვიცით, რომ რუსული ხელისუფლების გაშვება საკმარისი არ არის. ჩვენ ვიცით ჩვენი წარსული, ჩვენი ქვეყნის წარსული გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ კოალიციური მმართველობა, დაბალანსებული, მრავალპარტიული მმართველობა ქართული ქარტიის ფარგლებში მოიტანს ზუსტად იმ ხელშესახებ სისტემურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც შეგვიყვანს ევროკავშირში.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ცვლილებები გააცოცხლებს ეკონომიკას, მოიტანს თავისუფალ, სამართლიან კონკურენციას, მოიტანს კეთილდღეობას და ჩვენს ახალგაზრდებს გაუხსნის შესაძლებლობას, რომ წარმატებას მიაღწიონ თავიანთ ქვეყანაში, აქ. ეს ცვლილებები ჩვენს პენსიონერებს მოუტანს ღირსეულ ცხოვრებას, ღირსეულ სიბერეს. ცვლილებები დაიცავს დემოკრატიას, განამტკიცებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ყველას გვინდა ეს ცვლილებები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა დავიჯეროთ, რომ თითოეული ჩვენგანი არის ამ ცვლილების მომტანი და შემოქმედი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს აუცილებლად ყველანი მივდივართ საარჩევნო ყუთებთან და ხმას ვაძლევთ საქართველოს!

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენო ჯენზებო, მილენიალებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლის ძალა. არავის დაუთმოთ თქვენი აწმყო და თქვენი მომავალი და როცა ყველა ერთად წავალთ არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს.

გაიმარჯვე, საქართველო!

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ.

დღეს, 1 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას პირველი ყრილობა იმართება.

კომენტარები