სროლა თელ-ავივში

თელ-ავივში ტერორისტებმა 8 ადამიანი მოკლეს

Emanuel (Mannie) Fabian/X    

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში 2-მა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მედიაში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მყოფ ადამიანს ესვრის. 

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ამ დროისთვის ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 

პარალელურად, ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით ესხმის თავს. 

კომენტარები