ლავროვის და ზატულინის განცახდებებში ახალი არაფერია - 16 წელია უკვე რუსეთი მოითხოვს საქართველოსგან აღიაროს ე.წ. “ახალი რეალობა”.
შეიცვალა მხოლოდ ის, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია პირველად დაემთხვა ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას.
თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუცებს.
ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო მოკავშირეებისგან საქართველოს იზოლირება
მეორე ფაზაში, 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, რითიც ივანიშვილმა დაადასტურა და დაეთანხმა რუსეთის ნარატივს, რუსეთის მტკიცებას, რომ საქართველოში შემოჭრა, მისი ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ყველაფერი გაკეთდა ოსების და აფხაზების გენოციდის შეჩერებისთვის.
მესამე იქნება საქართველოს დე იურე ქვეყანად გამოფორმება და მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარება რუსული მშვიდობის გარანტიით.
ამ სცენარში, თუ გახსოვთ, ანალოგიურად 2014 წელს ყირიმში, რუსეთმა მწვანე, პატარა კაცუნების მეშვეობით მიაღწია წარმატებას - დღეს საქართველოში, ის თავის განზრახვას პატარა, ლურჯი მეოცნებე კაცუნებით აპირებს





