იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსეთის ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებები უსაფრთხოებაზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ არავინ განიხილავს ამ თემას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა და მან არ იგულისხმა ჯარების გაყვანა. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთმა, ოსეთმა და საქართველომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ, დაამყარონ რაიმე ტიპის რეალური ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს რუსეთის ინტერესია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება. ეს საკითხი დიდი ხნის წინ გადაწყდა. თუ ისინი ერთმანეთში ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ, ეს ყოველთვის პოზიტიური იქნება.
ოკუპირებული ტერიტორიები
ზატულინი: აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას არავინ განიხილავს
tbl.ge/6x3t
დაკოპირდა

ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი.
კონსტანტინ ზატულინიქართული ოცნებაოკუპირებული აფხაზეთიოკუპირებული ცხინვალირუსეთიოკუპირებული ტერიტორიებისაქართველო-რუსეთირუსეთი-საქართველოოკუპირებული ცხინვალის რეგიონი
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




