რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ვოლგოგრადში რაკეტების საწყობზე მიიტანა იერიში

29 სექტემბრის ღამეს, უკრაინის უშიშროების და შეიარაღებულმა ძალებმა ერთიანი ოპერაცია ჩაატარეს და იერიში მიიტანეს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე.

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კოლტუბანში მდებარე საწყობში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტებს, ტყვია-წამალს და პირველი ხარისხის ფეთქებად მასალებს ინახავს.

უკრაინამ 600 კილომეტრის მანძილიდან საწყობზე იერიში 120 კამიკაძე-დრონით მიიტანა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, საწყობში ასევე ინახებოდა ირანული ბალისტიკური რაკეტები.

კომენტარები