არჩევნები 2024

მალაშხია: ჩემთვის დიდი პატივია ამ ბრძოლაში ჩვენი გუნდის პირველ ნომრად ყოფნა

ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში. ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, ნანა მალაშხიამ.

კოალიციამ ცვლილებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სია წარადგინა. საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია იქნება, მეორე ნომრად კი ნიკა მელია დასახელდა.

კომენტარები