არჩევნები 2024

ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ – მდინარაძე 170-კაციან სიაზე

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიება ოზურგეთში. 31 ავისტო, 2024 წელი 
ფოტო: ქართული ოცნება

"ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ" - თქვა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების საარჩევნო სიის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ. 

"არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულით გადაცდეს, შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია ენმ-ს გარდა ვერ გადალახავს, და ჩვენც დაახლოებით, რაც დღეს არის რეიტინგები, ამას მივიღებთ, რეალისტურია საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს. ამიტომ ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ.

[...] ჩვენი სიის ოცეული უკვე წარვადგინეთ, ამის შემდეგ საპარლამენტო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური პრინციპით. შესაბამისად, 50-მდე ასე დაკომპლექტდა. შემდეგ, შეთანხმების შესაბამისად, ხალხის ძალის დარჩენილი 5 დეპუტატი. ამის შემდეგ, 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში. 93-დან არის ყველა ახალი სახე, [...] ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც. 120-მდე ასე დავაკომპლექტეთ, 120-ის შემდეგ არიან ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები" - თქვა მდინარაძემ. 

ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების 170-კაციანი, სრული პარტიული სია წარადგინა.

მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.

კომენტარები