საქართველო-აშშ

ზალკალიანი: ამერიკელ მეგობრებთან გულწრფელი საუბარი მექნება, გაუგებრობებს დიალოგი სჭირდება

ეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას და მე ამაზე მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან.

რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის გაუგებრობები, მაგრამ ვფიქრობ, ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გულწრფელი დიალოგი და სწორი შეფასება...  

.... ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს სხვადასხვა მისიებში... 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი.

მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა. გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკის საელჩო საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაციასა და ნეგატიურ რიტორიკას ასახელებს.

კომენტარები