აშშ-საქართველო

ჩვეულებრივი ტრიუკია - ოცნების დეპუტატი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მოწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. მან ეს გადაწყვეტილება "ტრიუკად" შეაფასა.

"ჩვეულებრივი ტრიუკია. თუ ადამიანთან შეხვედრას არ აპირებ, არც შეხვედრა უნდა დანიშნო. თუ მოწვევას არ აპირებ, არ უნდა მოიწვიო. იმისთვის მიიწვიო, რომ 2 დღის შემდეგ ხმამაღლა განგეცხადებინა - იცით, რა, აღარ ვხვდებიო, ეს ისევ ის წინასაარჩევნო დახმარებაა, რაზეც ბევრს ვლაპარაკობთ, თან არასერიოზულია. საერთოდ, შეხვედრა თუ არ გინდა, კაცი არც უნდა მიიწვიო". - თქვა შარმანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მოწვევა გაუუქმეს. "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა" - თქვა პაპუაშვილმა.

ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. 

კომენტარები