ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ და არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები (დღეს ყოველ შემთხვევაში), ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში მათ გამოიჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არ გადიან, არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რაც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღე, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, ჯერ კიდევ შეიძლება ოცნება იყოს.
ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ოცნების გათვლა და ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, იმ პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ ბარიერს, მათ ეს ნაწილი დათმეს და უკვე ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან და გადაწყვიტეს, ქარტიის მონაწილენი მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.





