არჩევნები 2024

კალაძე: საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ აშშ-ს მაღალჩინოსნები

საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება.

საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები, იგივე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი - სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, მოახერხონ და მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სამწუხარო და ძალიან ცუდია, რადგან არავის უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. 

კომენტარები