რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მტკიცებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასაზღვრო რეგიონებში საკონცენტრაციო ბანაკები აქვთ აშენებული, სადაც რუსი სამხედრო ტყვეები და კურსკის მოსახლეობის ნაწილი იმყოფება.
პირველ საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ რუსმა დიპლომატმა 20 სექტემბერს ილაპარაკა. ზახაროვას მტკიცებით, კურსკის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელმაც ევაკუაცია ვერ მოასწრო უკრაინულ ბანაკებში იმყოფება.
მოგვიანებით ზახაროვამ თქვა, რომ ყველაზე მსხვილი ბანაკი ქალაქ სუჯის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაშია.
"თვითმხილველების თქმით, ბანაკში 70-დან 120-მდე ადამიანია, მათ შორის 10-15 ბავშვი, ქალები, მოხუცები, შშმ პირები". – ამბობს ზახაროვა.
როგორც ზახაროვა ამბობს, სუმის ოლქში კიდევ რამდენიმე ასეთი დაწესებულება არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს არ წარმოუდგენია თავისი სიტყვების დამასაბუთებელი ფოტო/ვიდეო მასალა ან დაზვერვის ოფიციალური მონაცემები.





