მარია ზახაროვა

სამართალდამცავები შესაბამის შეფასებას მისცემენ - ზახაროვა გეწაძის პერფორმანს გამოეხმაურა

ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ტელეგრამზე გამოეხმაურა.

"დილიდან ზარების ნაკადია, იმ უცნობი ანტიგმირის საქციელზე ითხოვენ კომენტარს, რომელმაც თბილისში რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც პერფორმანსი მოაწყო. პირველ რიგში, დროშა რჩება დროშად, რაც არ უნდა უქნას მას შეშლილმა" - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ "აღმაშფოთებელ" ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.

"ღირსეული თამარ მეფის შთამომავლები, წერეთლების გვარის სახელოვანი წარმომადგენლებიდან და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი თავადი ბაგრატიონიდან დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარების შემგროვებელ ნიკოლოზ ცისკარიძემდე, რომლებმაც თავიანთ პროფესიებში ნამდვილ სიმაღლეებს მიაღწიეს, ქართული ღირსებითა და სიამაყით საკუთარ თავს რუსეთის სამფეროვან დროშასთან აიგივებენ

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ და სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა აღმართეს ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია, დამარცხებულ რაიხსტაგზე.

როცა ღმერთი კაცს ტვინს არ აძლევს, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში. უცნაურია, რომ ხელთათმანში, თუმცა, როგორც ჩანს, თავს კარგად იცნობს. რას არ იკადრებს უტვინო თვითკმაყოფილების გამო". - წერს საგარეო უწყების სპიკერი.

კომენტარები