19 სექტემბერს უკრაინის კიბერუსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აიკრძალოს სახელმწიფო სტრუქტურებში, სამხედრო ფორმირებებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში მესენჯერ Telegram-ის ხმარება.
"საფრთხეების მინიმალიზაციის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება შეიზღუდოს სახელმწიფო სტრუქტურებში მესენჯერ Telegram-ის ხმარება". – წერია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ ეხება იმ პირებს, ვისთვისაც ტელეგრამის გამოყენება სამსახურეობრივი მოვალეობის ნაწილია.
უკრაინის დაზვერვის განყოფილების მეთაურის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსული სპეცსამსახურებისთვის Telegram-ის მიმოწერები ხელმისაწვდომია.
"მე ყოველთვის ვიყავი და ვარ სიტყვის თავისუფლების მომხრე. მაგრამ Telegram-ი არა სიტყვის თავისუფლების, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია". – თქვა ბუდანოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, რუსეთი Telegram-ს დეზინფორმაციის გავრცელებისა და კიბერშეტევებისთვის იყენებს.