ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ამ ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს!
ჩემო მეგობრებო, რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.
ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები, გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები - ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი.





