არჩევნები 2024

დავით ქაცარავას პარტია და ტარიელ ნაკაიძის პოლიტიკური მოძრაობა გაერთიანდნენ

დავით ქაცარავას პარტია ჩვენ და ტარიელ ნაკაიძის პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის გაერთიანდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ და ნაკაიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვერთიანდებით პოლიტიკურ მოძრაობასთან რეგიონები საქართველოსთვის, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დიდ პატივს სცემს. ის გამოირჩევა და ყველა იცნობს იმ გამოცდილებით, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას გულისხმობს". - თქვა დავით ქაცარავამ.

კომენტარი ტარიელ ნაკაიძემაც გააკეთა.

"დავით ქაცარავას პარტიასთან ურთიერთობა, ერთობლივი საარჩევნო კამპანია, შემდეგ კი მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სერიოზულ სინერგიას შევქმნით". - თქვა ნაკაიძემ.

12 აგვისტოს ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ დააარსა.

კომენტარები