უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა.
ზელენსკის წინა თვეში პირობა დადო, რომ აღნიშნულ გეგმას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენდა, სავარაუდოდ მაშინ, როცა იგი მომდევნო კვირას გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებს დაესწრება.
"დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად მზადაა. ყველა პუნქტი, ყველა მთავარი საყურადღებო სფერო და გეგმის ყველა საჭირო დეტალური დამატება განსაზღვრულია". - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის მიხედვით, "ყველაზე მთავარი ამის [გეგმის] დანერგვაში მიზანდასახულობაა". მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს: "არანაირი ომის გაყინვა ან სხვა სახის მანიპულაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უბრალოდ სხვა ეტაპისთვის გადადებდა".
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.





