აშშ-უკრაინა

ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას განიხილავს

 REUTERS/Leah Millis

10 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვის შესაძლო მოხსნაზე ისაუბრა. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

სამშაბათს დასმულ კითხვაზე, გააუქმებს თუ არა აშშ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციური იარაღის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი ადმინისტრაცია "ამაზე ამჟამად მუშაობს".

აშშ მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საკითხს სიფრთხილით კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო ეკიდება.

უკრაინას მოკავშირე ქვეყნებმა მსგავსი იარაღის მიწოდების დროს გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს, მაგალითად, სად და როდისაა შესაძლებელი ამ იარაღის გამოყენება. გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა.

კომენტარები