კრიმინალი

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, 1996 წელს დაბადებული მ.ხ. და 2006 წელს დაბადებულმა ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას. 

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები