აშშ-ს სანქციები

კობახიძე სანქციებზე: არასერიოზული მოვლენაა, აშშ-ს ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია

ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედვაად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და თქვენ იცით ამაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის წვლილი.

ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე.

ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული.

გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში, ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი - კოლექტიური ნაცმოძრაობის წარსულისთვის ჩაბარება.

 ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციების ახალ ტალღაზე.

16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

გარდა ამისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები