არჩევნები 2024

მაჭარაშვილი: ერთ მხარეს არის როთი ლგბტ დროშით, მეორე მხარეს ივანიშვილი ეროვნული დროშით

26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას, სუვერენიტეტსა და მონობას შორის. ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ოპოზიციაში მოწინავე ხაზზე ლგბტ დროშა იქნებოდა და ასეც ხდება. როგორც ჩანს, სიაში პირველ ნომრად მიხაილ როთს ჩასვამენ ლგბტ დროშით. კი ბატონო, არჩევნებამდე 1 თვით ადრე ჩვენ, ქართულ საზოგადოებას ასეთი მოცემულობა გვაქვს: ოპოზიციაში, თავში მიხაილ როთის იდეოლოგია ლგბტ დროშით და მეორე მხარეს, ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დროშით. ვინ მოიგებს, ამას 26 ოტომბერს ვნახავთ. 

თქვა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები