რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა კურსკის ოლქში რუსული საბრძოლო მანქანა გაანადგურეს

კადრი ვიდეოდან

16 სექტემბერს კურსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა თანამედროვე რუსული საჰაერო სადესანტო საბრძოლო მანქანა BMD-4 გაანადგურეს.

დარტყმის ვიდეო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

"პირველი დარტყმის დროს საარტილერიო ცეცხლმა მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანა უბრალოდ დააზიანა. მეორე და მესამე დარტყმა კი წარმატებული აღმოჩნდა - მტერი მანქანიდან გადმოვიდა და რუსული სოფლის ნანგრევებში მიმოიფანტა, სადაც მათ უკვე უკრაინელი ჯარისკაცები ელოდნენ". - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების გვერდზე.

კომენტარები