გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ რაღაც საკითხებზე, ეს არ არის რომ ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას და ძალიან ბევრ რამეში ჩვენი ხედვები, თითქმის უმეტეს ნაწილში, ემთხვევა ერთმანეთს. მე ამას ვუყურებ სხვანაირად - ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს [გაერთიანება] სინერგიას მოგვცემს?
[...] არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს სინერგიას გვაძლევს ეს თუ არა და არსებობს თუ არა პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება. ეს ეხება მიიღებს თუ არა ამ საუბარს ჩვენი ამომრჩეველი.





