ქართული ოცნება

სიმონიანი ივანიშვილის სიტყვაზე: საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა, მივესალმებით!

კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გორში ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაქო, რომლის დროსაც ოცნების საპატიო თავმჯდომარემ "ოსებისთვის ბოდიშის მოხდის" საჭიროებაზე ისაუბრა.

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

Facebook-ის პოსტში სიმონიანმა ივანიშვილის სიტყვიდან ერთ-ერთი ნაწყვეტის თარგმანი ამოწერა და ხაზი გაუსვა. 

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". - თქვა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც სიმონიანმა აღნიშნა. 

კომენტარები