მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი მსახიობის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზურა ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. სხვადასხვა დროს, მას ფილმებსა და სერიალებშიც აქვს ნათამაშები.





