სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი, ეროვნული ამოცანაა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეორე კი სიღარიბის განულება. როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. შარშანდელი მონაცემებით კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენი თანამოქალაქეების 11.8% ცხოვრობს, რაც 440 000 ადამიანს შეადგენს [...]
იმედი გვაქვს, მიმდინარე წლის ბოლოს სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნამდე შემცირდება. როცა საუბარია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა. ყველა მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი ტემპი გვაქვს. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ და ასეთ შემთხვევაში, 2030 წლისთვის ჩვენ უმუშევრობისა და სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას შევძლებთ. ეს აბსოლუტურად რეალურია. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება იქნება.





