არჩევნები 2024

გენო პეტრიაშვილი: ძალიან მაგარ, ევროპულ საქართველოს ავაშენებთ

მთელი ცხოვრება ჩემი გმირების ისტორიებზე გავიზარდე. მამაჩემიც 2 ომის ვეტერანი და ქვეყნის წინაშე ძალიან თავდადებული ადამიანია. თითოეულ ჩვენგანს, ეჭვი არავის გვეპარება, რომ ჩვენი სამშობლო გვიყვარს. ჩემი გამარჯვება ყოველთვის საქართველოსა და ჩემს გმირებს ეძღვნება.

მათ განცხადებებს რაც შეეხება: მე ვთვლი, რომ ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომელიც ევროპის გზაზე წაგვიყვანს - მშვიდობით, ღირსებით, ღირსეულად. გავერთიანდებით, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ, დავიბრუნებთ და ძალიან მაგარ, ევროპულ საქართველოს ავაშენებთ. 

თქვა ძიუდოისტმა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ქართულ ოცნებას შეუერთდა. ის მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მე-10 ნომერია. 

კომენტარები